პირველად ქართულ სცენაზე - ლორან ბაფის „ტოკ-ტოკ“
ილიაუნის თეატრი რეჟისორი - დავით ჩხარტიშვილი თარგმნა - ვალერი ოთხოზორია მხატვარი - ლევან კვარაცხელია მუსიკა - ანი ზაქარეიშვილი მონაწილეობენ : მარი - ნანა ბუთხუზი; ლილი - ქეთი ლუარსაბიშვილი; ბლანში - ანა მატუაშვილი; ბობი - გიგი ქარსელაძე; ვენსანი - ცოტნე მეტონიძე; ფრედი - გიორგი ცერცვაძე. დავით ჩხარტიშვილის შემოქმედებაში ფრანგულ დრამატურგიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. გახმაურებული ტრაგიკული ტრილოგიის ფლორიან ზელერის: „ვაჟიშვილის“, „მამის“ და „დედის“ შემდეგ რეჟისორი თანამედროვე ფრანგი დრამატურგის ლორან ბაფის კომედიით, „ტოკ-ტოკით“ გვიბრუნდება. თუ ზელერის პიესებში მთავარი ადამიანური ურთიერთობები და განცდებია, ბაფის ნაწარმოებში ეს თემები იუმორისა და აბსურდული სიტუაციების საშუალებით იშლება. განსხვავებული ჟანრის მიუხედავად, ორივე შემთხვევაში ყურადღების ცენტრში ადამიანია, თავისი მძიმე ყოფით. თეატრალური ნაწარმოების შეფასებისას მთავარი არა დრამატურგიული ტექსტის შინაარსი, არამედ ის მხატვრული მთლიანობაა, რომელსაც რეჟისორი სცენაზე ქმნის. „ტო...

