წლის საუკეთესო თეატრალური ნამუშევარი - 2019
შემოქმედებითი კავშირი - საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური
პრემია - „წლის საუკეთესო თეატრალური ნამუშევარი - 2019“
15-დან გაიცა მხოლოდ 8 ნომინაცია:
1.
წლის საუკეთესო ქართული პიესისთვის - არ გაიცა.
2.
წლის საუკეთესო სპექტაკლისთვის „გრან-პრი“ (პერსონალური
შემადგენლობა განისაზღვრება შემოქმედებითი ჯგუფის არა უმეტეს სამი წევრით) - „შინელი“. რეჟისორი - ნიკოლოზ საბაშვილი,
მხატვარი - ბარბარა ასლამაზიშვილი, მსახიობი - მალხაზ გაბუნია. თბილისის გიორგი მიქელაძის
სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი.
3.
წლის საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი - „შეშლილის წერილები“, რეჟისორი - სოსო ნემსაძე.
გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრი.
4.
წლის საუკეთესო მამაკაცის როლისთვის - არ გაიცა.
5.
წლის საუკეთესო ქალის როლისთვის - არ გაიცა.
6.
წლის საუკეთესო ეპიზოდური მამაკაცის როლისთვის - სულხან გოგოლაშვილი, კუკურის როლის შესრულებისთვის
სპექტაკლში „იქ სადაც ჩემი სახლია“. ქუთაისის
ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი.
7.
წლის საუკეთესო ეპიზოდური ქალის როლისთვის - თეკლა ჯავახაძე, მელიის როლის შესრულებისთვის
სპექტაკლში „პატარა უფლისწული“. ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული
სახელმწიფო თეატრი.
8.
წლის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ვაჟისთვის (არა
უმეტეს 30 წლის) - არ გაიცა.
9.
წლის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალისთვის (არა
უმეტეს 30 წლის) - თინათინ მოსულიშვილი,
ანტუანეტა შტეინის როლის შესრულებისთვის სპექტაკლში „ბიოგრაფია:თამაში“.ქუთაისის ლადო
მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი.
10.
წლის საუკეთესო სცენოგრაფიული ნამუშევრისთვის - არ გაიცა.
11.
წლის საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის - ჯაზ პროგრესივ ბენდი „კანუდოსი“, სპექტაკლ
„ფანჯრებს იქით“ გაფორმებისთვის. გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული
თეატრი.
12.
წლის საუკეთესო ქორეოგრაფიული ნამუშევრისთვის - არ გაიცა.
13.
წლის ორიგინალური თეატრალური იდეისა და მისი განხორციელებისთვის
- „ნოსტრადამუსი“, რეჟისორი - მამუკა ცერცვაძე.
ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი.
14.
წლის საუკეთესო თეორიული (წიგნი, მონოგრაფია, თეატრის
თეორია და ა.შ.) ნამუშევრისთვის - არ გაიცა.
15.
წლის საუკეთესო კრიტიკული (რეცენზია, შემოქმედებითი
პორტრეტი და ა.შ.) ნაშრომისთვის - ანტიგონე, კრეონი და საზოგადოება, თეა კახიანი.
წლევანდელ
კონკურსში საქართველოს მასშტაბით მხოლოდ თორმეტმა პროფესიულმა თეატრმა მიიღო მონაწილეობა
(თბილისიდან - 3, რეგიონებიდან - 9 თეატრი):
· ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული
სახელმწიფო თეატრი.
·
თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო
თეატრი.
·
თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრი „გლობუსი“.
·
გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური
თეატრი.
·
ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო
დრამატული თეატრი.
·
გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული
თეატრი.
·
ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო
თეატრი.
·
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო
დრამატული თეატრი.
·
მესხეთის (ახალციხის) პროფესიული სახელმწიფო დრამატული
თეატრი.
·
ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი.
·
თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო
დრამატული თეატრი.
·
სოხუმის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი
„თეთრი ტალღა“.
შემოქმედებითი
კავშირი - საქართველოს თეატრალური საზოგადოების წევრებს შეუძლიათ ყოველწლიურ კონკურსში
მონაწილეობის მიღება, სამწუხაროდ ამ სიაში არ არიან:
·
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი.
·
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული
თეატრი.
·
მუსიკისა და დრამის თეატრი.
·
მოძრაობის თეატრი.
·
სამეფო უბნის თეატრი.
·
თავისუფალი თეატრი.
·
სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო თეატრი.
იმედი
მაქვს ნელ-ნელა ყველა თეატრი გაწევრიანდება და კონკურსსაც სრულფასოვანი სახე მიეცემა.
Comments
Post a Comment