დრამა


            სიტყვა „დრამა“ და „დრამატული“ იხმარება სრულიად სხვადასხვანაირ ბრუნვაში. ზოგიერთი შეჰკივლებს: „ოჰ, ეს ნამდვილი დრამა იყო!“ და გულისხმობს ისეთ ყოფით სიტუაციებს რომელიც მოულოდნელი და სტრესული იყო, „დრამატული სიტუაცია დამთავრდა სისხლისღვრის გარეშე“ - კომენტარს აკეთებს ჟურნალისტი, გულისხმობს, რომ სიტუაცია დიდხანს იყო დაძაბული, გაუგებარი და ბოლოსდაბოლოს მშვიდობით დასრულდა. როგორც ჩანს, სიტყვა „დრამატული“ გამოიყენება იმის აღსანიშნავად თუ როგორ ვითარდება მოვლენები, მოქმედებები ან ამ მოქმედებების საშუალებები. როდესაც დედა აღწერს ბავშვის მდგომარეობას, რომელიც კინოში არ გაუშვეს, ასე ამბობს: „არა, ეს ნამდვილი დრამა იყო“ - ასეთი სახით წარმოიქმნება სიტყვასა და პროცესს შორის, ამატებს კეთილშობილ ირონიას ამ უმნიშვნელო პროცესთან დაკავშირებით. არადა აქ მართლა არის მსგავსება დრამასთან: შეიმჩნევა ტანჯვა (იმედგაცრუება მაინც) და ემოციების დემონსტრირება აკრძალვასთან დაკავშირებით. როდესაც ამბობენ ეს იყო მართლა დრამატული, ყოველთვის გულისხმობენ რაღაც მეტად სერიოზულ სიტუაციას. არასოდეს იხმარება სიტყვა „დრამა“, თუ საქმე ეხება რეალურ ცხოვრებაში სახალისო გართულებებს; აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტერმინის ყოველდღიური ხმარება, სრულებით არ შეესაბამება  ჰეგელისეულ გაგებას, რომელიც მას განმარტავდა როგორც „შეჯახების დრამატულ კოლიზიას“. სწორედ ეს ტერმინი აღმოჩნდა ცენტრალური დრამის შემდგომი თეორიების განვითარებაში. დრამის გმირი იმყოფება გარკვეულ მორალურ პოზიციაზე, მძაფრად განიცდის და მხოლოდ ეს ბრძოლები და შეჯახებები აძლევს მას მნიშვნელობას და მყარ საფუძველს. სავსებით ცხადია, რომ ჩვენი შინაგანი გრძნობა სიტყვებს „დრამა“ და „დრამატული“ უკავშირებს რაღაც მომატებულ სენსიტიურობის შიშს, გაურკვევლობას და არასოდეს მოვლენების ჩამოუყალიბებელ სტრუქტურას.


Comments

Popular Posts