სისასტიკის თეატრი



ტერმინისისასტიკის თეატრიგავრცელდა ანტონენ არტოს მთავარი თხზულების - სტატიათა ციკლისთეატრი და მისი ორეულიგამოსვლის (1938) შემდეგ. არტოს მიერ შექმნილი თეატრალური ესთეტიკა და პრაქტიკა, განმარტავს თეატრს როგორც ტოტალურ სანახაობას, რომელიც აზიარებს შემოქმედსა და მაყურებელს პირველსაწყისებს - ცხოველმყოფლობის კოსმოსურ სტიქიებს - ჟესტების, რიტუალების ნიშან-იეროგლიფების საშუალებით; ეს თავისებური რიტუალური ფარდიანი ტაძარია. არტოს აზრით, მეტაფიზიკის სულებში ჩანერგვა შეიძლება მხოლოდ კანში გავლით, ამიტომ თეატრი შეუძლებელია სისასტიკის გარკვეული მომენტების გარეშე, რომელიც სპექტაკლს საფუძვლად უდევს. სისასტიკის თეატრისათვის მაპროფილებელია თეატრის ფიზიკური და არასიტყვიერი იდეა. როგორც თეატრალური ენის ნოვატორი, არტო ხედავს მასში სივცობრიობის ენას, .ი ყველაფერს, რაც შეიძლება იყოს გამოთქმული და აღნიშნული სცენაზე, ტექსტისაგან ანუ ლიტერატურული საფუძვლისგან დამოუკიდებლად. სიზმრისაგან, ოცნებისგან შობილი ხელოვნება, როგორც მისტიკურ აბსოლუტთან თანაზიარობა, არაფსიქოლოგიურია, მაგრამ - პლასტიკური; პლასტიკური გადაწყვეტები, ჟესტები, პოზები, ხმები, ინტონაციები, ფერები, რიტმები, მუსიკა, ქმნიან თეატრის ფიზიკურ სფეროს, რომელსაც მინიჭებული აქვს რელიგიური და მეტაფიზიკური არსი. „ყველა სპექტაკლი შეიცავს რაღაც ფიზიკურსა და ობიექტურ ელემენტს, მისაწვდომს ნებისმიერი მაყურებლისთვის. ეს შეიძლება იყოს ყვირილი, ჩივილი, უეცარი გამოჩენა, მოულოდნელობა, ყველანაირი ტიპის თეატრალური ილეთები, კოსტიუმების ჯადოსნური სილამაზე, რომელთა იდეა აღებულია გარკვეული მოდელებისგან, შუქის განათება, ხმის ჟღერადი სილამაზე, ჰარმონიის მომაჯადოვებლობა, მუსიკის ამაღელვებელი ჰანგები, საგნების ფერები, მოძრაობის ფიზიკური რიტმი, ყველასთვის ნაცნობი ახალი და მოულოდნელი საგნების გამოჩენა, ნიღბები, მრავალმეტრიანი მანეკენები, შუქის უეცარი ვარდნა, მისი ფიზიკური ზემოქმედება სიცივისა და სითბოს შეგრძნების გამომწვევი“ (არტოსისასტიკის თეატრიპირველი მანიფესტი). იქმნება განსაკუთრებული იეროგლიფური სივრცით-სიმბოლური ანბანი, ჟესტების კატალოგი, სადაც ჟესტების ლირიზმი აღემატება სიტყვათა ლირიზმს. საქმე გვაქვს არა სიტყვის უარყოფასთან, არამედ მისი ფუნქციის შეცვლასთან, სიზმრისეული ანდა კონკრეტული - სივრცობრივი აზრით, მისი მოხმარების სფეროს დავიწროებასთან; მჭიდრო ობიექტად სიტყვის გადაქცევასთან, ტექსტის ენერგიულ შეკუმშვასთან. არტო აღმოსავლურ თეატრს უპირისპირებს დასავლურს, სადაც დაკარგულია თეატრალურობის თვითიდეა, მსახიობები მარიონეტებად იქცნენ, ხოლო პუბლიკა - მოთვალთვალედ, რამაც მიგვიყვანა აღქმის დაღლამდე, მეტყველების უძლურებამდე. სისასტიკის თეატრი მოწოდებულია გამოაღვიძოს გული და ნერვები გააფთრებული მოქმედების, მხურვალე მაგნეტიზმის სულიერი თერაპიის საშუალებით: ადამიანზე რეალური ზემოქმედება ხომ შეუძლია მხოლოდ უკიდურეს სისასტიკეს, რომელიც თავის ლოგიკურ ბოლომდე იქნება მიყვანილი. არტო მოგვიწოდებს ავაღორძინოთ წარმოდგენა ერთიანი ენის შესახებ, რომელიც ჟესტიდან აზრამდე შუაგზაზეა, უფრო ღრმა და დახვეწილ მგრძნობელობას უზრუნველყოფს.

სისასტიკის თეატრი ბრბოს გონებისკენ კი არ მოგვიწოდებსარამედ ბუნდოვანი პოეტური გრძნობისკენიგი დაინტერესებულია მასობრივი საზეიმო სანახაობათა დაგეგმვითრომელთა თემატიკაა სიყვარულიდანაშაულიომიზეადამიანური თვითშეწირვასიგიჟეთეატრირომელიც ატარებს საშინელებისსისასტიკისა და საფრთხის დამღასგრძნობათა დამწველი რეალობაასისასტიკის მიერ ყოვლისმომცველობა ვიტალურობის (სიცოცხლეულობისსაზომიასისასტიკის თეატრი სცენაზე აბრუნებს ბუნებასვნებებსრომლებიც ანალიზს არ ექვემდებარებიან, მკვეთრ რღვევებს, რყევებს; თეატრალურ სანახაობას სძენს უძველესი მაგიის ძალებს თავიანთი შელოცვებითა და გაშმაგებით. მისი რეალური მეტაფიზიკა მდგომარეობს შესაქმის (სამყაროს შექმნის) ჩამოყალიბების, ქაოსის კოსმოსური იდეებისკენ მიმართვაშირათა მოხდეს ადამიანის, საზოგადოების, ბუნებისა და საგნების შერწყმა.
სისასტიკის თეატრი ტოტალური სანახაობაა. იგი მიმართულია ადამიანის ორგანიზმზე, როგორც მთლიანობაზე. თეატრალური ტექნიკა ასრულებს ისევე განსაზღვრულსა და გარკვეულ ფუნქციას, როგორც სისხლის მიმოქცევის სისტემა. სისასტიკის თეატრის ტექნიკა გამყარებულია მაყურებელზე პირდაპირი ზემოქმედების მეთოდებით მსგავსად ეგზორციზმისა. მას ყოველთვის ახლავს პოეზია და იუმორი. სისასტიკის თეატრი იყენებს ნგრევის იუმორს, როგორც ტრამპლინს მგრძნობელობითი სფეროსკენ.
იცვლება, მუსიკის, განათების, კოსტიუმის, აქსესუარების, დეკორაციების როლი. სისასტიკის თეატრი იყენებს ბგერის უჩვეულო თვისებებს, რომლებიც არ არის დამახასიათებელი თანამედროვე მუსიკალური ინსტრუმენტებისთვის. იგი მიმართავს ძველ, დავიწყებულ ინსტრუმენტებს ან ქმნის ახალს, აგრეთვე, იყენებს არა მუსიკალურ მოწყობილებებს ჟღერადობის ახალი დიაპაზონით აუტანელი, გამკივანი ბგერებისა და ხმაურის შესაქმნელად. დგება ამოცანა განათების ახალი საშუალების ძიებისა, განათებაში სხვადასხვა ელემენტის შეყვანისა, როგორიცაა დახვეწილობა, სიმჭიდროვე, გაუმჭვირვალობა იმ მიზნით, რომ გადმოიცეს სხვადასხვა შეგრძნება - სითბოსი, სიცივის, ბრაზის, შიშისდასხვ; მარტივდება დეკორაციებიდაწერილი პიესაც. უარს ამბობენ, აგრეთვე, სცენისა და დარბაზის დაყოფაზე. ისინი იცვლება ერთიანი სივრცით - მოქმედების თეატრით, რომელიც მაყურებელსა და მსახიობს შორის პირდაპირ კომუნიკაციას აღადგენს. არატრადიციული თვით დარბაზის კონფიგურაციის წყალობით, რომელიც შეიძლება იყოს სარდაფი, მოქმედება მოიცავს მაყურებელს, ტოვებს რა მასში წარუშლელ კვალს.
თეატრალური ხელოვნების მიზანია შექმნას ჭეშმარიტი ილუზია ველურობის, ქიმერის, უტოპიის, კაციჭამიობის, სისხლისმსმელობის, არაადამიანურობის, მაყურებელთა ესთეტიკური ცდუნების, სისასტიკის თეატრი, რომელიც თავისი ანარქისტული ნგრევით ქმნის რა ფორმალურ სიუხვეს, და ეჭვებას აჩენს თვით ადამიანში, როგორც საიმედოდ ორგანიზებულ არსებაში, რეალობის შესახებ ადამიანის იდეებში და ამ რეალობაში ადამიანის მიერ დაკავებულ რაიმე ადგილში.
როგორც ზემოთ ითქვა, არტოს ძირითადი იდეა მდგომარეობდა სიტყვის ტირანიისგან მაყურებლის განთავისუფლების აუცილებლობაში, თეატრი კი უნდა განთავისუფლებულიყო დისკურსიულ - ლოგიკური აზროვნებისგან, რათა სპექტაკლი ყოფილიყო უშუალო ემოციური რღვევის გამოცდილება. „წერილები ენის შესახებ“ (სტატია წიგნის ძირითად ნაწილს წარმოადგენს), ლაპარაკია მომავლის თეატრზე, რომელიც უარს იტყვისსიტყვიერი ენისაბსტრაქციებზე. არტოს პროგრამა გულისხმობსუკან დაბრუნებას ენის სასუნთქი, პლასტიკური, აქტიური სათავეებისკენ“: ლიტერატურის ენა გარდაიქმნება, ჭეშმარიტად ცოცხალი გახდება, როცა წარმოდგება თავისფიზიკურსა და აფექტურბგერადობაში, რაც დაკარგულია მანამდე, სანამსიტყვების ენა სხვა ენებზე მაღლაა“. სისასტიკის თეატრში გამოსაყენებელი სცენარი დრამატურგიის ფაქტობრივ უარყოფას ვარაუდობს. მას იგი ცვლის მინიმალურ ტექსტიანი რიტუალური წარმოდგენით, ამასთანავე, ტექსტი კი არ წარმოითქმის, არამედ წაიმღერება. სპექტაკლის მთელი მხატვრული გადაწყვეტა გამიზნულია აუდიტორიის ქვეცნობიერ იმპულსებსა, მოთხოვნილებებსა და სურვილებზე. დამდგმელი, არტოს მიხედვით, მოვალეა მიაღწიოს შოკურ ეფექტს ესთეტიკური აღქმის ჩვეული სტერეოტიპების დასანგრევად, რაც წარმოადგენს მოსამზადებელ სამუშაოს აზროვნებისა და ცხოვრებისეული ქცევის ფესვგადგმული სისტემების ტრანსფორმაციისთვის. აყალიბებს რა თავის ამოცანას ადრინდელ მანიფესტშისისასტიკის თეატრი“ (1932), არტო ლაპარაკობს ჟესტსა და რეალობას შორისმაგიური კავშირისშესახებ, რომელსაც იგი აღნიშნავსდა ეს რეალობა სასტიკია, იგი არ წყდება, მანამ, სანამ არ შექმნის თავის შედეგებს“. არტოს მთავარი ნაშრომი გამოვიდა მას შემდეგ, რაც იგი აღიარებულ იქნა შეშლილად და მოთავსებული იქნა სარატონის საავადმყოფოში, სადაც იმყოფებოდა 1937 წლიდან 1946 წლამდე. აღნიშნულ ნაშრომში გამოთქმული იდეები თვით მის მიერ განუხორციელებელი დარჩა, მაგრამ მათ დიდი გამოძახილი ჰპოვეს ევროპისა და აშშ-ის ავანგარდული თეატრების პრაქტიკაში, რომლებიც თეატრალური წარმოდგენებისადმი, როგორც ექსტატური გამოცდილებისადმი, მიდგომას აღიარებდნენ. „მეტყველებამდე არსებული სიტყვისკონცეფცია, რომელიც თეატრის ჭეშმარიტ ენად გვევლინება, არტოსთან გაჩნდა კუნძულ ბალიდან გამოსული დასის სპექტაკლთა ზემოქმედებით. სპექტაკლები ნაჩვენები იყო 1931 წელს პარიზში. ისინი შედგებოდა ცეკვის, პანტომიმისა და მუსიკისაგან. არტომ ისინი მიიჩნიასიტყვის მატერიალიზაციის ხილულ და პლასტიკურგანსაკუთრებით ცხად მაგალითად.
არტო იმავე მიზანს სახავდა ევროპული თეატრის წინაშე, რომელიც მოწოდებული იყო ყოველთვის ხსომებოდა თავისი ორეული, ანუ ხსომებოდა, რომ სცენური წარმოდგენა არის მხოლოდ სტიმული, რომელსაც მოქმედებაში მოჰყავსცხოვრების თეატრითავისი განმაკურნებელი და აღმზრდელობითი ფუნქციებით.
მოდერნიზმისა და პოსტმოდერნიზმის თეორიამ და პრაქტიკამ არათუ მიიღო სისასტიკის თეატრის სული, განახორციელა კიდეც იგი - დაწყებული თეატრალური ტექნიკიდან, დამთავრებული არტოს მიერ წამოყენებული დადგმების ისეთი პროგრამით, რომელიც მოიცავდა შექსპირის, -. ფარგის, დესადის, .ბიუხნერის რომანტიკულ მელოდრამებს, ელისაბედის თეატრის პიესებს, ბიბლიის ინსცენიზაციას.
სისასტიკის თეატრმა გავლენა მოახდინა .ადამოვის, .ჟენეს, .კამიუს, .ოდიბერტის შემოქმედებაზე. „სისასტიკის თეატრისჟანრს განეკუთვნება, პიესაჟან პოლ მარატის დევნა და მოკვლა“, რომელმაც სახელი მოუტანა მის ავტორს - პიტერვაისს. სპექტაკლი განახორციელეს მარკიზ დე სადის ხელმძღვანელობით, შარანტონის ფსიქიატრიული სამკურნალოს ბინადრებმა 1964 წელს.
დაბოლოს, XX საუკუნის დასასრულს თეატრალურ ძიებათათვის ემბლემური გახდა უარის თქმა ფსიქოლოგიზმზე ესთეტიკური შოკის სასარგებლოდ.



Comments

Popular Posts