სიზმრები ანდალუზიურ ძაღლზე


ანდალუზიური ძაღლი არის ლუის ბუნუელის შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმი, რომელიც მისი და ლეგენდარული სალვადორ დალის ერთობლივ ნამუშევარს წარმოადგენს. ფილმი სავსეა მძაფრი, სიურეალისტური დატვირთვის მქონე, ერთობ მძიმე და შოკისმომგვრელი სცენებით, რომელიც ერთმანეთის მიყოლებით ვითარდება.
ბუნუელმა და დალიმ ანდალუზიური ძაღლისგადაღება  მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ერთმანეთს ნანახი სიზმრები გაუზიარეს. ბუნუელს დაესიზმრა თუ როგორ კვეთდა მთვარეს ღრუბელი, ხოლო დალის - მიწაზე დაგდებული ადამიანის, ჭიანჭველებისგან დაჭმული, მოჭრილი ხელი. ავტორებმა სათაურისთვის გამოიყენეს ანდალუზიაში გავრცელებული ჩვეულება, რის მიხედვითაც როცა პატრონი კვდება, მისი ძაღლი ყმუის და ამით ყველას ამცნობს თავსდატეხილი ტრაგედიის შესახებ; სწორედ ამიტომ შეერქვა ფილმსანდალუზიური ძაღლი“.
ეს კინოსურათი ზოგიერთ კრიტიკოსს მოეწონა, ხოტბა შეასხა დასიურეალისტური სუვენირიუწოდა, ხოლო სიურეალისტმა მხატვრებმა მას ზურგი აქციეს, მისი ავტორები გიჟებად, „უსაგნო ხუმარებადდა ბურჟუაზიის მტრებად შერაცხეს. მის წინააღმდეგ გაილაშქრა ეკლესიამაც.
ანდალუზიური ძაღლიბევრი სურეალისტური სიმბოლოთია დახუნძლული. მასში მეტაფორულ სახეებზე დაყრდნობით გადმოცემულია ადამიანის განცდები, დამოკიდებულება მორალურ პრინციპებთან. ბუნუელმა მოგვიანებით მიუთითა, რომ სახელწოდების პათოსიდან გამომდინარე იგი გულისხმობდა საზოგადოების აღსასრულს და ამას აჩვენებდა უჩვეულო მხატვრული ხერხებით, ასოციაციური ფორმებით მაყურებლის შოკში ჩაგდების მიზნით.




ფილმში გამოხატულია პიროვნების არაცნობიერი განცდები, იგი მთლიანად ალოგიკურ მოქმედებაზეა აგებული; პერსონაჟები წარმოადგენენ იმას რაც მათ ქვეცნობიერში იმალება. „ანდალუზიური ძაღლითავისუფლად შეიძლება დავუკავშიროთ .ფროიდის ფსიქოანალიზს, რომლის აზრითაც, არაცნობიერის მიღმა არსებული ფსიქოლოგიური ფენომენის წარმოჩენა ხდება. პერსონაჟები წარმოსახვით ცდილობენ სურვილების რეალიზებას, რაც მათ ქვეცნობიერში აქვთ. ფსიქოანალიზის მიხედვით შემოქმედების მასტიმულირებელი ბიოლოგიური მოთხოვნილებები არაცნობიერია, ანუ მის შესახებ ადამიანმა არაფერი იცის. ფროიდის აზრით, ეს შეიძლება ფსიქოლოგიური ტრავმის ჩამოყალიბების მიზეზად იქცეს.
 მაინც რა აისახა რეალურად ამ ფილმში? უწინარეს ყოვლისა, ახალი აზროვნების, ახალი ცნობიერების, რევოლუციური ცნობიერების ჩამოყალიბება. ყველა არსებული ღირებულება, რომელთაც სოციალურ-კულტურული სტატუსი ჰქონდა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ყოფისა და აზროვნების ლოგიკა, რომელიც შეურყეველი ჩანდა, უეცრად წარმოდგა, როგორც ძველი და უძლური ცრურწმენა და სულაც არა ლოგიკა. სილოგიზმები რომელთა მეშვეობით აზროვნებდნენ ადამიანები ათასწლეულების მანძილზე, უსარგებლო აღმოჩნდა იმ სიტუაციაში, რომლებშიც მოქმედებენ ფილმის გმირები. ნებისმიერი სხვა ფილმის ლოგიკის მიხედვით მამაკაცი, რომელიც ქალს მისდევს მას უნდა დაეწიოს და, შესაძლოა, გააუპატიუროს კიდეც იგი ან რაიმე ბედნიერმა შემთხვევამ შეიძლება გადააჩინოს ქალი. ამ ფილმში კი მადევარის ხელი კარებში ყვება , გახვრეტილი ხელის გულზე ჭიანჭველები ფუსფუსებენ (სიზმარი, რომელიც სალვადორ დალის დაესიზმრა). სისხლის ლაქები პეპლებად იქცევა, წიგნები რევოლვერებად და .. მაყურებელს არ შეუძლია წინასწარ გამოიცნოს ფილმის არცერთი ეპიზოდი რადგან ყველაფერი ხდება არა ყველასთვის მიღებული, ყოველდღიური ლოგიკის თანახმად,არამედ სიზმრებისა და ოცნებების დაუწერელი ახირებული ლოგიკით; მაგრამ საქმე მხოლოდ ის როდია, რომ საღი აზრის თვალსაზრისით აუხსნელია რეალურ საგანთა გადაქცევა, მთავარი ისაა რაც ამ გადაქცევით იმალება: ადამიანისა და ადამიანურობის გამოცდა (სამართებლით გასერილი ქალის თვალის ეპიზოდი - სიზმარი, რომელიც ბუნუელმა ნახა) - მშვიდად და აუღელვებლად ვუყუროთ ყოველგვარ სისაძაგლეს რომელთაც მაღალი საზოგადოების წარმომადგენლები და მათ შორის სახელმწიფო მოღვაწეები სჩადიან. თუ, ბოლო უნდა მოეღოს ამ საზოგადოებრივსა და პოლიტიკურ ანარქიზმს? შევურიგდეთ უნდა არსებულ ცრურწმენებს? ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების შელახვას, თუ საჭიროა ბრძოლა ამის წინააღმდეგ? სიყვარულს უნდა ახლდეს ძალადობა, თუ იგი უნდა გათავისუფლდეს ყოველგვარი იძულებისა და დამცირებისგან? არა ადამიანის თვითგვემა და საკუთარი თავისგან განდგომა, არამედ საკუთარი თავის ძიება, თვითჩამოყალიბება და თვითდამკვიდრება, რაც უნდა განხორციელდეს აქტიური, ინდივიდუალური და სოციალური ქმედებით; ოცნებების, იმედებისა და მოლოდინების განხორიელებით. „ანდალუზიური ძაღლისსიზმრებისა და ოცნების ლოგიკით უნდა გაეღვიძებინა ადამიანი ლეტარგიული სოციალური ძილისაგან, გაეწმინდა მისი ცნობიერება ყოველგვარი უკეთური შეხედულებებისა და ცრურწმენებისაგან, დახმარებოდა მას საკუთარი თავის ძალისა და სისუსტეების შეცნობაში, ხელი შეეწყო მისთვის გამხდარიყო ის, რაც ისურვებდა ყოფილიყო.



მიუხედავად იმისა, რომ სიურეალიზმი გარკვეულად ეყრდნობოდა ფროიდის ფსიქოანალიზს ბუნუელი არ სცნობდა თავისი ფილმების ფსიქოანალიტიკურ განმარტებებს მაგალითად, ეპიზოდი ფილმიდანანდალუზიური ძაღლი“, როცა გმირი, მიბმული თოკებით ორ გოგრაზე, ორ მღვდელთან და მკვდარ ვირთან ვერაფრით ახერხებს აკოცოს ქალს - ფსიქოანალიტიკოსების მიერ ამგვარად იყო განმარტებული: სიყვარული (გმირის ვნებიანი სწრაფვა) და სექსუალური ლტოლვა (გოგრები) „დამუხრუჭებულია“ (თოკები) რელიგიური ცრურწმენებით (სამღვდელო პირები) და ბურჟუაზიული აღზრდით (როიალი და მკვდარი ვირი). შეიძლება ითქვას, რომ სიურეალისტური მეტაფორების უკან იმალება იმდროინდელი ახალგაზრდობის უკიდურესი ანარქისტული ჯანყი.
მიუხედავად ამისა, უნდა გავითვალისწინოთ ის ვითარებაც, რომ არც ბუნუელი და არც დალი არავიარ სიმბოლურ ქვეტექსტს არ გულისხმობდნენ და თუ კი მაინც ფროიდისტული იყო რაიმე, ეს ქვეცნობიერებაა. მათი ძირითადი ამოცანა სასაცილო და საშინელი გეგებით აღსავსე ანარქიული ფილმი, რათა გამოეწვიათ სკანდალი, პუბლიკის ეპატირება და საბოლოო ჯამში მიეპყროთ ყურადრება. შემთხვევითი დაკავშირებები პარადოქსალური და უწესრიგო მონტაჟი, რომელიც აბსურდის ცნებიდან გამომდინარეობდა, მათი ფანტაზიის შედეგი იყო, რომელიც ახალ პოეტურ მეტაფორებს ქმნიდა. ავტორთა ბუნტიყველაფრისა და ყველას წინააღმდეგგადმოიღვარა ამ ფილმის უკიდურეს გულწრფელობაში. სიურეალიზმის აპოთეოზი კინოლენტაზე განხორციელებული კანონიზირებულ იქნა მაგალითად ისე კადრები როგორიცაა, ღრუბლის ვიწრო ზოლით გაპობილი მთვარე ან სამართებლით გაჭრილი თვალი. ფილმში ჰალსტუხი კი ცეკვავს საყელოსთან ერთად, რომელიც მოგვაგონებს ბავშვურ სიზმრებს, რაც ანდერსენის ზღაპრების გავლენით გაჩნდა, ხოლო მოკლედ შეჭრილთმიანი ქალი, მამაკაცურად გადაცმული ცდილობს ამპუტირებული ხელის გახვრეტას ტროსტით - თითქოს ყოველივე ეს ნონსენსია. მაგრამ აქ უკვე ბუნუელის პირველ ფილმში გამოვლინდა მისი მაგიური ჰიპნოზი, ბრბოდან აღებული ადამიანების მსხვილ პლანზე ჩნას როგორ აკვირდებიან ისინი ტროსტის ფარიკაობას მკვდარ სხეულთან, ნებსით თუ უნებლიედ ეს კადრები აიძულებენ მაყურებელს თავი იგრძნოს ამ ბრბოს ნაწილად; ხოლო წინა ეპიზოდი, როცა ჭიანჭველები პერსონაჟის ცოცხალ ხელში იჩენენ ბუდეს იწვევს ზიზღს, რომელიც გადადის ორივე აუდიტორიაზე, როგორც ეკრანზე ისე კინოდარბაზშიამგვარად ახდენს ბუნუელი მაყურებლის ემოციათა მონტაჟს, სწორედ ამიტომ ფილმის პირველად ჩვენებისას მაყურებელმა ქუდები და ტროსტები ესროლა ეკრანს.
            ბუნუელი წერდა:  „ანდალუზიური ძაღლისმეტად თუ ნაკლებად გამომგონებლური განმარტებები მომისმენია და წამიკითხავს, მაგრამ ყველა ისინი ერთნაირად შორს არის ჭეშმარიტებისგან. სალვადორ დალისთან ერთად ჩვენ ვიღებდით გეგებსა და საბნებს როგორიც კი შეიძლება აზრად მოგვსვლოდა და შემდეგ ამ გროვიდან უკუვაგდებდით დაუნდობლად ყველაფერ იმასრასაც შეიძლება რაიმე აზრი ჰქონოდა“. აქ ოსტატი ცოტათი ეშმაკობს, რადგან ამ მხიარული კლოუნადის უკან იმალება პროტესტი და ანარქისტული ამბოხი. არ არის შემთხვევითი ლენინისა და დალაილამას გახსენება, დაგმობილია ფულიც, შრომაც, რელიგიაც და გონებაც; არც წიგნები - რევოლვერები რომლითაც თავის ორეულს კლავს ფილმის გმირი, ისევე როგორც არ არის შემთხვევითი სიურეალიზმის ფუძემდებლური შეკითხვა: „განა თვითმკლელობა გამოსავალი არ არის?“ ამ შეკითხვას მოჰყვება ვერონალის სასიკვდილო დოზა.
პირველი სიურეალისტური ეპატაჟი, კლოუნადა, შავი იუმორი გაჩნდა იმდენად არა წესების დაუნდობელი უარყოფით, რამდენადაც ახლის მტანჯველი და გულწრფელი ძიებებისა ხელოვნებასა და ცხოვრებაში, და ამ გულწრფელობას არ შეიძლება გამოძახილი არ ეპოვა აუდიტორიაში - თუნდაც მაშინვე არა, არამედ დროთა ვითარებაში.




Comments

Popular Posts