გროტოვსკის თეატრი



პოლონეი რეჟისორი ეჟი გროტოვსკი დაიბადა 1933 წელს (გარდაიცვალა 1999წელს). სწავლობდა კრაკოვის თეატრალურ სკოლაში, დრამის ფაკულტეტზე, შემდეგ მოსკოვში, სარეჟისორო ფაკულტეტზე, როს შემდეგაც დაბრუნდა პოლონეთში და გააგრძელა სწავლა თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე. დებიუტი შედგა 1957 წელს კრაკოვში. დადგა სპექტაკლი „სკამები“ (ე.იონესკო). პარალელურად მიყავდა რადიოსპექტაკლი „შაკუნტალა“ ტიბეტური, ჩინური და ძველი ინდური ლეგენდების მიხედვით.
ეჟი გროტოვსკის ლაბორატორია-თეატრი იყო XXსაუკუნის თეატრალური მოვლენა. მაყურებელი ხდებოდა სპექტაკლის მონაწილე. ჯერ კიდევ 1950 წელს გამოსულ მის პუბლიკაციებში აშკარად შეიმჩნევა გროტოვსკის ფიქრი თეატრის განვითარების კონცეფციაზე, ამ იდეას მან მთელი ცხოვრება შესწირა. ფიქრობდა რა „მომავლის თეატრზე“ ის ასაბუთებდა, რომ თეატრი არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ არტისტული და ესთეტიკური ფუნქციებით, ვინაიდან საქმე ეხება მოვლენების ინტენსიურ, დინამიურ განცდებს. ავტორი ეყრდნობოდა ანტიკურ და შუასაუკუნეების თეარს, სადაც წარმოდგენები იყო რიტუალი, ხოლო მაყურებელი მისი სრუუფლებიანი მონაწილე.
გროტოვსკი ლუდვიკ ფლიაშენონთან ერთად შეუდგა სრულიად ახალი თეატრის მშენებლობას ქალაქ ოპოლეში (პოლონეთი). მათი მთვარი მიზანი იყო რაც შეიძლება მეტი თავისუფლება ორიგინალური ტექსტისგან, დრამის ტექსტი უნდა ყოფილიყო მხოლოდ მიმართულების მაცვენებელი და მეტი არაფერი, ხოლო პიესის სიტყვები - მხოლოდ ერთ-ერთი სემადგენელი უამრავს შორის.
მათ შექმნილ თეატრს დაარქვეს „13 რიგის თეატრი“ და პირველი სპექტაკლი „ორფეი“ (ჟან კოქტო) უკვე წარმოადგენდა გროტესკისა და ტრაგიზმის საოცარ ნაზავს, რომელიც ასე დამახასიათებელია გროტოვსკის მთელი შემოქმედებისათვის. ეს კონცეფცია უფრო მძლავრად არის გადმოცემული, მის შემდგომ სპექტაკლში „კაილი“ (ბაირონი). სცენასა და მაყურებელს შორის ფარდა არ არსებობდა, იყო რაღაც ლითონის კონსტრუქცია ალტარის მსგავსი, სპექტაკლი წარმოადგენდა რიტუალს. ღმერთის ადგილს იუკავებდა ალფა - ბუნების ძალების განსახიერება, ხოლო ომეგა იყო ლუციფერი, ადამიანური ცნობიერების სამყარო, სპექტაკლის ბოლოს ალფა და ომეგა აღმოჩნდება ერთი სახება.
გროტესკულ სტილში ადამი, ევა და აბელი წარმოდგენილი იყვნენ, როგორც არცთუ შორეული თვითკმაყოფილი პიროვნებები. მათ საწინააღმდეგოდ კაენი წარმოდგენილია თანამედროვე ახალგაზრდად, რომელიც მუდმივად ეძებს სიცოცხლის არსს. მისი პიროვნებაც არ არის თავისუფალი გარკვეული გროტესკისგან, მაგრამ მთლიანობაში ღრმა ტრაგიზმიტ ხასიათდება. სპექტაკლში ჩართული იყო სიურრეალისტური სცენებიც, მაგალითად ფარიკაობა ტენისის რაკეტებით ან შერკინება პროჟექტორის შუქებით. მისი ერთადერთი სპექტაკლი დადგმული „13 რიგის თეატრის“ გარეთ იყო გოეთეს ფაუსტი (კრაკოვი), აქ სამყარო ნაჩვენები იყო, როგორც ითონის კონსტრუქცია ცენტრში აღმოცენებული ყვერცხისმაგვარი ბორცვით. მოძრავ პლატფორმაზე ნებივრობდა ფაუსტი, რომელიც კიბერნეტიკული კუთი ერთობოდა. მეფისტოფელი წარმოადგენდა გმირის მერე მეს. მომაკვდავ ფაუსტთან გამოცხადდება დიონისე, ხოლო სიკვდილი განიხილება, როგორც სამყაროს განვითარების უკანასკნელი რგოლი.
1958 წელს გროტოვსკიმ დადგა პროსფერ მერიმეს „ქალი-ალქაჯი“ და თანამედროვე პიესა „წვიმის ღმერთები“. 1959 წელს ჩეხოვის „ძია ვანია“, ამავე წელს მაიაკოვსკის „მისტერია-ბუფ“ და კალიდასის „შაკუნტალა“. 1961 წელს დადგა „ტურისტები“ და „თიხის მტრედები“ (დოკუმენტური სპექტაკლები), ამავე წელს - მიცკევიჩის „ძიადი“ და რომანტიკული დრამა „კორდიანი“. 1962 წელს „აკროპოლი“ (სტანისლავ ვისპიანსკი). ამ წლიდან თეატრს უკვე ეწოდება „13 რიგირს თეატრი-ლაბორატორია“. 1965 წელს დადგა ქრისტეფორ მარლოს „დოქტორ ფაუსტის ტრაგიკული ისტორია“, შექსპირის ეტიუდები „ჰამლეტზე“ და ასევე „აკროპოლის“ მესამე ვარიანტი.
1965 წელს „13 რიგის თეატრი - ლაბორატორია“ გადავიდა ქალაქ ვროცლავაში (პოლნეთი) და დგამს „აკროპოლის“ მეოთხე ვარიანტს. ამ სპექტაკლის ბოლო, მეხუთე ვარიანტი, დაიდგა 1967 წელს. 1965 წელს დადგა „მამაცი პრინცი“, 1967 – „ევანგელიე“, მაგრამ მხოლოდ დახურული ჩვენება შედგა და წარმოდგენა მოიხსნა. მისი გაგრძლება იყო გროტოვსკის „Apocalypses cum figures”, რომელიც სავსე იყო ციტატებით ბიბლიიდან. ეს სპექტაკლი, „აკროპოლი“ და „მამაცი პრინცი“ აღიარებულ იქნენ მთელ მსოფლიოში, როგორც საუკეთესო სპექტაკლები. ახლა უკვე თეატრს ერქვა „აქტიორის ინსტიტუტი - თეარი ლაბორატორია“ ამ სპექტაკლებიტ ისინი გავიდნენ ყველა დიდ მსოფლიო ფესტივალზე.
გროტოვსკი იწყებს აქტიურ მოქმედებას დრამატურგების წინააღმდეგ, რეჟისორების სასარგებლოდ. მას სურს თავისი შეხედულებიტ შეცვალოს ტექსტები და ამის უფლება მიეცეს ყველა რეჟისორს. გოტოვსკის ქონდა თავისი ხედვა სცენასა და მაყურებელს შორის ურთიერთობაზე და ამ ხედვიტ ცვლიდა სიუჟეტებს. „შაკუნტალაში“ მაყურებელი აღოჩნდა მტავარი გმირის როლში „ძიადაში“ ცერემონიის მონაწილე, „კორდიანში“ - ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტი, „ფაუსტში“- მძღვარი.
1965 წელს დაწერა წიგნი „ღარიბი თეატრისთვის“, ეს წიგნი ჯერ დანიში გამოიცა, შემდეგ აშშ-ში და გადაიქცა დამწყები თეატრების პოპულარულ სახელმძღვანელოდ. 1976 წელს გროტოვსკი უცხოელებთან ერთად მოგზაურობს მექსკაში, ნერიაში ინდოეთსა და გაიტიში. ცდილობს იპოვოს საერთო ფესვები, ამავე წეს წარმოადგინა სამეცნიერო პროექტი „საწყისების თეარი“. 1982 წელს გროტოვსკი გადასახლდა ამერიკაში, სადაც გახდა კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი, იქ დაამთავრა თავისი შემდეგი პროექტი „ობიექტური დრამა“. 1984 წელს თეატრი ლაბორატორია დაიშალა. 1985 წელს გროტოვსკი გადმოდის იტალიაშ და იწყებს მუშაობას პროექტზე „რიტუალური ხელოვნება“. 1997 წელს მას სპეციალურად გაუხსნეს კათედრა კოლეჯში, მაგრამ უკვე ავად იყო და 1999 წელს გარდაიცვალა.
უნდა აღინიშნოს, რომ „13 რიგის თეატრი“ იმ პერიოდში არ იყო პოპულარული, სპექტაკლები ძირითადად ცარიელ დარბაზებში მიმდინარეობდა, ხშირად 2-3 კაცის დასწრებით, გროტოვსკის ნიჭი ბევრად გვიან დაფასდა.



Comments

Popular Posts